მშენებლობა სტრესის გარეშე – სამშენებლო მასალების ადგილზე მიწოდება და მომარაგება
რემონტი და მშენებლობა ადამიანების უმეტესობისთვის ასოცირდება უსიამოვნო, დამღლელ და შემაწუხებელ პროცესთან. სამშენებლო მასალების უსასრულო სიები, საცობებში საათობით დგომა, ბაზრობებსა და სხვადასხვა ჰიპერმარკეტებში სიარული – ეს პროცესი ბევრისთვის დამქანცველია, რადგან დიდ დროს, ენერგიასა და ნერვებს მოითხოვს.სწორედ აქ ჩნდება მიგო – სერვისი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება მშენებლობის ან რემონტის პროცესში გაამარტივოს. სამშენებლო მასალებით მომარაგება ჩვენი პასუხისმგებლობაა, თქვენ კი ამ დროს მშვიდად შეგიძლიათ დაუთმოთ დრო ოჯახს ან თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეს.
რატომ არის რთული მასალების დამოუკიდებლად შეგროვება?
როგორც წესი, ერთ ადგილას ყველა საჭირო პროდუქტის შეძენა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ გიწევთ სხვადასხვა ბაზრობასა და მაღაზიაში სიარული, არაკვალიფიციურ კონსულტანტებთან კომუნიკაცია და მძიმე ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. ამას ემატება ტრანსპორტის მოძიება, ფასზე შეთანხმება და იმის იმედით ლოდინი, რომ თქვენი სამშენებლო მასალები სწორად ჩაიტვირთება და მისამართზე დროულად მოვა.
როგორ მუშაობს MIGO?
ჩვენთა პროცესი მაქსიმალურად მარტივი და გამჭვირვალეა:
- გვიგზავნით სიას: თქვენთვის სასურველი მეთოდით (დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან ატვირთეთ ფაილი) გვიზიარებთ საჭირო მასალების ჩამონათვალს.
- მოძიება და ხარჯთაღრიცხვა: ჩვენ მოვიძიებთ საუკეთესო ვარიანტებს და გამოგიგზავნით დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.
- შეგროვება: თქვენი თანხმობის შემდეგ, ჩვენი გუნდი თავად აგროვებს ყველა საჭირო ნივთს.
- ადგილზე მიწოდება: ჩვენი სატვირთო ავტომობილი მოგიტანთ პროდუქციას მითითებულ მისამართზე, ზუსტად შეთანხმებულ დროს.
სერვისი და არა მაღაზია – სამშენებლო მასალების ადგილზე მიწოდება
მნიშვნელოვანია გახსოვდეს: მიგო არ არის მაღაზია! ეს არის სერვისი, რომელთან ერთადაც მშენებლობისა და რემონტის მართვა აღარ ნიშნავს ქაოსს. ჩვენი პლატფორმა აერთიანებს მთლიან ციკლს – მასალის მოძიებიდან ობიექტამდე მიტანამდე. და ლოჯისტიკა ჩვენი საქმეა, თქვენ კი სრულად თავისუფლდებით მოსაწყენი დეტალებისგან.
რას იღებთ ჩვენთანსთან თანამშრომლობით?
- დაზოგილი დრო: აღარ გიწევთ სხვადასხვა ლოკაციაზე ვიზიტი და საცობებში დგომა. ყველა საჭირო სამშენებლო მასალა ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
- მარტივი კომუნიკაცია: ათობით სხვადასხვა მომწოდებელთან ლაპარაკის ნაცვლად, კავშირი გაქვთ მხოლოდ თქვენს პირად მენეჯერთან, რომელიც ორიენტირებულია თქვენს საჭიროებებზე.
- გამართული ლოჯისტიკა: მასალების მოძიებას, დახარისხებასა და ტრანსპორტირებას ჩვენ ვაგვარებთ, რაც შეცდომების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
- უსაფრთხოება და გარანტია: ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია, რომ პროდუქცია ობიექტზე დაუზიანებლად მოვიდეს.
- გამჭვირვალობა: თქვენ გეგზავნებათ ზუსტი ხარჯთაღრიცხვა და დეტალურად იცით, რაში იხდით თანხას.
მშენებლობა შეიძლება იყოს სასიამოვნო პროცესი, თუ გვერდით სწორი პარტნიორი გყავთ. მიგო – ეს არის სიმშვიდე, კომფორტი და თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.