კონტაქტი
კონტაქტი
შენ
ააშენე გაარემონტე მოინდომე გააკეთე შეცვალე გაფართოვდი

მომარაგებაზე MIGO იზრუნებს.

სამშენებლო მასალები ადგილზე მიტანით

ჩვენ ვეძებთ, ვპოულობთ და ვყიდულობთ შენთვის სასურველ სამშენებლო მასალებს საბაზრო ფასად (0% ფასნამატი) და უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას პირდაპირ შენ ობიექტზე.

სამშენებლო მასალები - საუკეთესო ფასად
წარმატებით მიწოდებული შეკვეთა მთელ საქართველოში
0 +
სხვადასხვა დასახელების პროდუქტი.
0 +
მომხმარებელი, რომელიც გვენდობა.
0 +
დაგვირეკე
მოგვწერე
თარაზო
სამშენებლო მასალები
ნახე როგორ მუშაობს MIGO - ნაბიჯ-ნაბიჯ

სამშენებლო მასალების შეკვეთა 4 ნაბიჯში

დაივიწყე ელიავაზე სიარული და ლოჯისტიკური ქაოსი. შენ გვეუბნები რა გინდა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მასალების მოძიებას, შეძენას და ტრანსპორტირებას შენს ობიექტამდე.

ნაბიჯი 1: გამოგვიგზავნე მასალების სია

დაგვირეკე, მოგვწერე WhatsApp-ში ან შეავსე ფორმა. უბრალოდ ჩამოწერე ან ატვირთე ფოტო/ფაილი იმ სამშენებლო მასალების, რაც გჭირდება. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

ნაბიჯი 2: ხარჯთაღრიცხვა და 0% ფასნამატი

ჩვენ ვამოწმებთ მარაგებს საწყობებში და გიგზავნით დეტალურ ინვოისს. ფასები ზუსტად იგივეა, რაც მაღაზიაში/ბაზრობაზე, ყოველგვარი ფარული საკომისიოს გარეშე.

ნაბიჯი 3: შესყიდვა და ხარისხის კონტროლი

შენი თანხმობის შემდეგ, ჩვენი გუნდი ყიდულობს მასალებს სხვადასხვა წერტილიდან (ელიავა, მაღაზიები, საწყობები), ამოწმებს მათ ხარისხს და აკომპლექტებს ერთ შეკვეთად.

ნაბიჯი 4: ტრანსპორტირება და ჩაბარება

MIGO-ს სატვირთო მანქანა მოგაწვდის მასალებს ზუსტად დათქმულ დროს. ხარისხსა და სიზუსტეზე ჩვენ უკვე ვიზრუნეთ. შენ უბრალოდ აგრძელებ მუშაობას და როცა კვლავ დაგჭირდება რაიმე, MIGO უკვე მზად იქნება — უფრო მარტივად ვიდრე წინაზე.

როგორ დაგეხმაროთ?
სანდო სამშენებლო პარტნიორი

სამშენებლო მასალების მომარაგება და ლოჯისტიკა სტრესის გარეშე

გჯერა, რომ მშენებლობა უნდა იყოს მარტივი? ჩვენც.

ამიტომ შევქმენით სერვისი, რომელიც აერთიანებს მასალების მოძიებას, შესყიდვას და ტრანსპორტირებას ერთ სივრცეში.

აღარანაირი საცობები, რიგები მაღაზიებში და გაურკვეველი ფასები. MIGO არის შენი გარანტი, რომ სამშენებლო მასალა ადგილზე იქნება დროულად და სრული გარანტიით.

უფასო კონსულტაცია
საშუალო დრო შეკვეთის დასაფიქსირებლად
0 წუთი
საშუალო დანაზოგი 1 შეკვეთაზე
0 საათი
სრული ხარჯთაღრიცხვის მიღების დრო
0 წუთი
შეკვეთის და მიწოდების სიზუსტე
0 %
ლილვაკი
image

მასალები თვითღირებულებით

შენ იხდი ზუსტად იმდენს, რა ფასიც აქვს პროდუქციას ელიავაზე, ბაზრობაზე ან მაღაზიაში. არანაირი ფარული გადასახადი.

ყველაფერი ერთ სივრცეში

დაივიწყე უამრავ სხვადასხვა ბაზრობასა და მაღაზიაში სირბილი. ჩვენ მოვაგროვებთ ყველაფერს — ლურსმნიდან დაწყებული, ბლოკით დამთავრებული — და მოგაწვდით ერთი ტრანსპორტით.

მიტანა ზუსტად დათქმულ დროს

მშენებლობაში დრო ფულია. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ მასალა ობიექტზე იყოს ზუსტად მაშინ, როცა ხელოსნებს სჭირდებათ. არცერთი წუთი დაგვიანება.

რას ამბობენ MIGO-ზე? რეალური შეფასებები

ჩვენი წარმატება იზომება არა მხოლოდ შესრულებული შეკვეთებით, არამედ იმ ნდობით, რასაც ადამიანები ბინის რემონტის და მშენებლობის დროს გვიცხადებენ. გაეცანით რეალურ ისტორიებს.

ხელოსანს გვიან გაახსენდა რომ სიაში რაღაცების დაწერა დაავიწყდა. შუა გზიდან მიბრუნდნენ დაამატეს და ერთად მომიტანეს ყველაფერი

Nika Sajaia
Dato Kavteladze
Stig
Levan Zakharov
Kote Rukhadze
Nika Sajaia

ხელოსანს გვიან გაახსენდა რომ სიაში რაღაცების დაწერა დაავიწყდა. შუა გზიდან მიბრუნდნენ დაამატეს და ერთად მომიტანეს ყველაფერი

10 ნოე. 2025
Dato Kavteladze
15 ნოე. 2025
Stig
7 ნოე. 2025
Levan Zakharov
1 ნოე. 2025
Kote Rukhadze
31 oqt. 2025
Nika Sajaia

ხელოსანს გვიან გაახსენდა რომ სიაში რაღაცების დაწერა დაავიწყდა. შუა გზიდან მიბრუნდნენ დაამატეს და ერთად მომიტანეს ყველაფერი

10 ნოე. 2025
Dato Kavteladze
15 ნოე. 2025
Stig
7 ნოე. 2025
Levan Zakharov
1 ნოე. 2025
Kote Rukhadze
31 oqt. 2025
Nika Sajaia

ხელოსანს გვიან გაახსენდა რომ სიაში რაღაცების დაწერა დაავიწყდა. შუა გზიდან მიბრუნდნენ დაამატეს და ერთად მომიტანეს ყველაფერი

10 ნოე. 2025
Dato Kavteladze
15 ნოე. 2025
Stig
7 ნოე. 2025
Levan Zakharov
1 ნოე. 2025
Kote Rukhadze
31 oqt. 2025
ყველაფერს მარტივი პასუხი აქვს

ხშირად დასმული კითხვები მშენებლობასა და მომარაგებაზე

აქ იპოვი მოკლე და პირდაპირ პასუხებს —
იმაზე, რაც ყველაზე ხშირად გვკითხეს ჩვენმა მომხმარებლებმა

რა არის MIGO?

MIGO არ არის მაღაზია — ჩვენ ვართ თქვენი პირადი მომარაგების სერვისი. ჩვენ ვყიდულობთ შენთვის სასურველ სამშენებლო მასალებს პირდაპირ საწყობებიდან (ელიავა, მაღაზიები, იმპორტიორები) და უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას ობიექტამდე. თქვენ იხდით მასალის რეალურ ღირებულებას, ჩვენ კი ზრუნავთ ლოჯისტიკაზე.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით ზუსტად იმ ფასს, რაც ღირს პროდუქცია ოფიციალურ მაღაზიაში ან საწყობში. ჩვენ არანაირ საკომისიოს არ ვამატებთ. MIGO-ს სერვისი ფინანსდება მომწოდებლებთან არსებული კორპორატიული შეთანხმებებით, ამიტომ თქვენთვის მასალების მოძიება და ორგანიზება დამატებით ხარჯს არ წარმოადგენს.

შეკვეთების 90% ბარდება იმავე დღეს. თუ მასალა სპეციფიკურია ან დიდი მოცულობისაა, ჩვენი მენეჯერი ზუსტად გაგაცნობთ ვადებს წინასწარ. ჩვენი მიზანია, მშენებლობა არ გაჩერდეს.

დიახ. გარდა მასალებისა, ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ სპეცტექნიკა (ამწე, ექსკავატორი), ხარაჩოები და „მუშების მომსახურება“ (სართულზე ატანა, ნაგვის გატანა).

ჩვენი ექსპერტი ამოწმებს მასალას უშუალოდ საწყობში შეძენის დროს. თუ ობიექტზე მიტანისას მაინც აღმოჩნდა წუნი, MIGO უზრუნველყოფს მის შეცვლას დამატებითი ხარჯების გარეშე.

დიახ, მინიმალური შეკვეთის ზღვარი არის 100 ლარი. MIGO-ს სერვისი შექმნილია სრული მომარაგების თავის ტკივილის მოსახსნელად, რაც ძალიან მცირე მოცულობის შეკვეთებზე, სამწუხაროდ, ლოგისტიკურად დროში იწელება და ეფექტური არ არის.

ნებისმიერ შეკვეთას 100 ლარამდე, ემატება მინიმალური შეკვეთის საკომისიო და მრგალვება 100 ლარამდე.

დიახ. “ყველაფერი” ნიშნავს ყველაფერს. ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ ნებისმიერი რამ, რაც თქვენს პროექტს სჭირდება — იქნება ეს სტანდარტული მასალა, კონკრეტული იარაღი, თუ სპეციალური აღჭურვილობა. უბრალოდ გვითხარით რა გჭირდება.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ჩვენი ბიზნეს მოდელი დაფუძნებულია მომწოდებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან გრძელვადიან პარტნიორობაზე. მათთან არსებული სპეციალური პირობებით და არა მომხმარებლისთვის ფასის დამატებით. თქვენთვის ფასი ზუსტად იგივეა, რასაც თავად გადაიხდიდით ბაზრობაში ან მაღაზიაში,

ეს დამოკიდებულია შეკვეთის სირთულესა და მოცულობაზე. სტანდარტული შეკვეთის სრულ ინვოისს, როგორც წესი, მაქსიმუმ 30 წუთი ჭირდება. მიტანის ზუსტი დრო კი ყოველთვის ინდივიდუალურად თანხმდება თქვენთან.

ეს MIGO-ს პასუხისმგებლობის ნაწილია. ჩვენი გუნდი თავად ამოწმებს ყველა მასალას, ხარისხსა და სიზუსტეს, სანამ ის თქვენს ობიექტზე წამოვა. თქვენ იბარებთ უკვე შემოწმებულ, სრულყოფილ შეკვეთას.

ძალიან მარტივად. თქვენ ირჩევთ ყველაზე მოსახერხებელ გზას:

  • 📞 გვირეკავთ ტელეფონის ნომერზე.
  • 💬 მოგვწერთ WhatsApp-ზე.
  • 📝 ავსებთ ონლაინ ფორმას ჩვენს ვებგვერდზე.

შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოგვითვალოთ რა გჭირდებათ, ან თუ უკვე გაქვთ მზა სია — პირდაპირ ატვირთოთ ფაილი. როგორც კი მოთხოვნას მივიღებთ, ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და ინვოისის გამოსაგზავნად.

სამშენებლო ბლოგი

რჩევები მშენებლობასა და რემონტზე

გაიგე, როგორ დაზოგო თანხა სამშენებლო მასალებზე, როგორ შეარჩიო ხარისხიანი სამშენებლო მასალები და როგორ მართო რემონტი სწორად. MIGO-ს გამოცდილება შენს სამსახურში.