დაგვირეკე: +995 574 033 088 მოგვწერე: info@migo.ge
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
აქ იპოვი ამომწურავ პასუხებს – იმაზე, რაც ყველაზე ხშირად გვკითხეს ჩვენმა მომხმარებლებმა
გაიგე, როგორ მუშაობს MIGO, როგორ ხდება მასალების შეკვეთა, ტრანსპორტირება და ანგარიშსწორება.
პასუხები ფუნდამენტურ კითხვებზე: ვინ ვართ, რას გთავაზობთ და რატომ არის MIGO საუკეთესო დამხმარე მშენებლობაში.
MIGO არ არის სამშენებლო მასალების მაღაზია. MIGO არის თქვენი პირადი მომარაგების სერვისი.
მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ გვეუბნებით, რა გჭირდებათ, ჩვენ კი ვპოულობთ, ვყიდულობთ, ვაკომპლექტებთ და მოგვაქვს ყველაფერი თქვენს ობიექტზე. ამ ყველაფერში თქვენ იხდით ზუსტად იმავე საბაზრო ფასს, რასაც თავად გადაიხდიდით — ჩვენი სერვისის ფასნამატი 0%-ია. MIGO-ს მთავარი მიზანია, დაგიზოგოთ დრო, ენერგია და ლოგისტიკური თავის ტკივილი.
დიახ. “ყველაფერი” ნიშნავს ყველაფერს. ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ ნებისმიერი რამ, რაც თქვენს პროექტს სჭირდება — იქნება ეს სტანდარტული მასალა, კონკრეტული იარაღი, თუ სპეციალური აღჭურვილობა. უბრალოდ გვითხარით რა გჭირდება.
დიახ, მინიმალური შეკვეთის ზღვარი არის 100 ლარი. MIGO-ს სერვისი შექმნილია სრული მომარაგების თავის ტკივილის მოსახსნელად, რაც ძალიან მცირე მოცულობის შეკვეთებზე, სამწუხაროდ, ლოგისტიკურად დროში იწელება და ეფექტური არ არის.
ნებისმიერ შეკვეთას 100 ლარამდე, ემატება მინიმალური შეკვეთის საკომისიო და მრგალვება 100 ლარამდე.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ჩვენი ბიზნეს მოდელი დაფუძნებულია მომწოდებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან გრძელვადიან პარტნიორობაზე. მათთან არსებული სპეციალური პირობებით და არა მომხმარებლისთვის ფასის დამატებით. თქვენთვის ფასი ზუსტად იგივეა, რასაც თავად გადაიხდიდით ბაზრობაში ან მაღაზიაში.
ეს MIGO-ს პასუხისმგებლობის ნაწილია. ჩვენი გუნდი თავად ამოწმებს ყველა მასალას, ხარისხსა და სიზუსტეს, სანამ ის თქვენს ობიექტზე წამოვა. თქვენ იბარებთ უკვე შემოწმებულ, სრულყოფილ შეკვეთას.
ეს დამოკიდებულია შეკვეთის სირთულესა და მოცულობაზე. სტანდარტული შეკვეთის სრულ ინვოისს, როგორც წესი, მაქსიმუმ 30 წუთი ჭირდება. მიტანის ზუსტი დრო კი ყოველთვის ინდივიდუალურად თანხმდება თქვენთან.
დეტალური გზამკვლევი პროცესის დასაწყებად: როგორ შეუკვეთო, რა არხებით დაგვიკავშირდე და რა ხდება შეკვეთის მიღების შემდეგ.
ძალიან მარტივად. თქვენ ირჩევთ ყველაზე მოსახერხებელ გზას:
შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოგვითვალოთ რა გჭირდებათ, ან თუ უკვე გაქვთ მზა სია — პირდაპირ ატვირთოთ ფაილი. როგორც კი მოთხოვნას მივიღებთ, ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და ინვოისის გამოსაგზავნად.
არა, ანგარიშის შექმნა ან/და რეგისტრაცია სრულად ნებაყოფლობითია და აუცილებელი არ არის შეკვეთის განთავსებისთვის.
შეკვეთის განთავსების შემდეგ, მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
დიახ, ობიექტების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.
დიახ, შესაძლებელია. შეგიძლია აღგვიღწერო რისი გაკეთება გინდა და შევეცდებით დაგეხმაროთ, ან შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ადგილზე მისვლის სერვისით – ჩვენი წარმომადგენელი მოვა, აღწერს და დაგიგეგმავთ ყველაფერს.
შეკვეთის განსათავსებლად სტანდარტული ინფორმაციაა საჭირო: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში) და მისამართი.
შეკვეთის განთავსება ნებისმიერი ფორმითაა შესაძლებელი.
დიახ. შეგიძლიათ ატვირთოთ ან/და გამოგვიგზავნოთ ფოტო/Excel/PDF ვერსიით სასურველი დასახელების პროდუქტი.
ინფორმაცია ლოგისტიკურ დეტალებზე: როგორ ვმუშაობთ, რა დრო სჭირდება შეკვეთის მიწოდებას და როგორ ხვდება ტვირთი თქვენს ობიექტზე უსაფრთხოდ.
შეკვეთის მიწოდების დრო დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობასა და სირთუელეზე. შეკვეთების უმეტესი ნაწილი შეკვეთის ან მეორე დღეს ბარდება.
დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობასა და სირთულეზე. შეკვეთების უმეტესობა შეკვეთის დღეს მიგვაქვს.
მიწოდება ხორციელდება 07:00-03:00 საათამდე
რათქმაუდა. შეკვეთა შენთვის სასურველ დროს მოგვაქვს.
ამ ეტაპზე, შეკვეთების მიწოდება ხდება თბილისსა და ახლო რეგიონებში. მიწოდების რეგიონის დასაზუსტებლად უმჯობესია დაგვირეკო.
დაგირეკავთ თქვენ მისამართზე წამოსვლის წინ.
იმ შემთხვევაში თუ ადგილზე ვერ/არ იქნებით, შესაძლებელია სხვა ადამიანს ჩავაბაროთ შეკვეთა, ან შევცვალოთ მიტანის დრო.
ყველა შეკვეთა მიდის იმ მისამართზე, რასაც შეკვეთისას დააფიქსირებ.
იმ შემთხვევაში, თუ თავად არ შეგიძლიათ ტვირთის ჩამოტვირთვა, წინასწარ უნდა გაგვაფრთხილოთ. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია გამოგიგზავნოთ დამხმარეები.
ერთი შეკვეთის რამდენიმე მისამართზე მიწოდება შესაძლებელია, თუ შეკვეთაში დაფიქსირებულია ყველა მისამართი.
შეკვეთის მიწოდების გადავადება ხდება გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა ფორსმაჟორი ან სახელმწიფო აკრძალვა(შეზღუდვა). თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში წინასწარ გაცნობებთ.
ყველაფერი ფინანსური მხარის შესახებ: გადახდის ფორმები, ინვოისის გამჭვირვალობა და ანგარიშსწორების პირობები.
ინვოისს იღებთ მას შემდეგ, რაც გვეტყვი რა გჭირდება. ჩვენ დავითვლით, მოგაწვდით ინვოისს და თანხმობის შემთხვევაში ვიწყებთ შეკვეთის დამუშავებას.
ინვოისის მიღების შემდეგ, იხდი ინვოისში მითითებულ თანხას ნაწილობრივ ან მთლიანად (დამოკიდებულია პროდუქტზე).
გადახდა შესაძლოა გაიყოს ორ ეტაპად: ინვოისის მიღებისას და ტვირთის ჩაბარებისას.
ანგარიშსწორება შესაძლებელია შემდეგი ფორმებით: გადარიცხვა, ნაღდი ფული, საბანკო ბარათი, მიგოს ბალანსი.
არანაირი ფარული გადასახადი არ გვაქვს! იხდი ზუსტად იმდენს რაც ინვოისში წერია შეკვეთის დაწყებისას.
დამატებითი გადასახადი მუშაობს მხოლოდ ბარათით გადახდის შემთხვევაში ზუსტი გადასახადი მითითებული იქნება ინვოისში წინასწარ).
გადახდა ხორციელდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში (ლარი-GEL)
თანხა ბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა უქმდება ჩვენი ან მომხმარებლის მხრიდან და როცა მოწოდებული პროდუქცია არ ემთხვევა შეკვეთილს.
შესაძლოა პირველი იყო ვისაც სხვა კითხვა გაუჩნდა, მაგრამ მაინც შეგვიძლია დახმარება. MIGO მოქნილია – უბრალოდ გვითხარი რა გაინტერესებს…
გაქვს კითხვები ან გეჩქარება? ეს ყველაზე სწრაფი გზაა. შენი პირადი მენეჯერი ხაზზეა და მზადაა დაგეხმაროს.
WhatsApp ან ელ-ფოსტა — როგორც შენ გირჩევნია. მოგვწერე ნებისმიერ დროს, გაგვიზიარე დეტალები და ჩვენ მალევე გიპასუხებთ.
უკვე იცი რა გჭირდება? თუ გაქვს გამზადებული მასალების სია (Excel, PDF ან ფოტო), უბრალოდ ატვირთე ფაილი და დაელოდე ინვოისს.