დაგვირეკე: +995 574 033 088 მოგვწერე: info@migo.ge
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
სრული კომფორტი მშენებლობისას: მასალების შეძენა 0%-იანი ფასნამატით, ტრანსპორტირება და სპეცტექნიკა ერთ სივრცეში.
ჩვენ გთავაზობთ აბსოლუტურად ყველაფერს: ნებისმიერი ტიპის სამშენებლო მასალას, სპეც-ტექნიკას და სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას ერთ სივრცეში.
ჩვენ ვართ შენი პირადი მომარაგების გუნდი. შენ უბრალოდ გვეუბნები რა გჭირდება, სად და როდის. ჩვენ გიგვარებთ მასალების მოძიებას, შეძენას და ხარისხის კონტროლს სრულიად უფასოდ – თქვენ იხდით მხოლოდ პროდუქციის საბაზრო ღირებულებას.
ნებისმიერი მოცულობისა და ტიპის ტვირთის ტრანსპორტირება დათქმულ დროსა და ადგილზე. ჩვენ გვყავს შესაბამისი ავტოპარკი და სპეც-ტექნიკა, რათა შენი ტვირთი – იქნება ეს მასალა, ავეჯი თუ ტექნიკა – უსაფრთხოდ გადავიტანოთ A პუნქტიდან B პუნქტში.
გათავისუფლდით სარემონტო ნაგვისგან მარტივად. გთავაზობთ სამშენებლო ნარჩენების გატანას სპეციალური ტექნიკით და მუშახელის დახმარებით.
ნებისმიერი სირთულის სამუშაოებისთვის გთავაზობთ სპეცტექნიკის გაქირავებას. ავტოკრანები, ექსკავატორები და ბეტონმრევები გამოცდილი ოპერატორებით.
ნუ იყიდით ძვირადღირებულ ხელსაწყოებს ერთჯერადი სამუშაოსთვის. ისარგებლეთ ჩვენი გაქირავების სერვისით და დაზოგეთ ბიუჯეტი.
მცირე კოსმეტიკური რემონტიდან – გრანდიოზულ მშენებლობამდე. არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარ სახლს აშენებ თუ მრავალსართულიან კორპუსს – ჩვენი სისტემა ზუსტად ერგება ნებისმიერ მასშტაბს. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ მოვემსახუროთ ყველას, ვისაც ხარისხიანი მასალა და გამართული ლოგისტიკა სჭირდება.
იდეალურია მათთვის, ვინც აკეთებს ბინის რემონტს ან აშენებს კერძო სახლს და სურს დაზოგოს დრო.
გაქვს რამდენიმე ობიექტი და ვერ ასწრებ მასალებზე სირბილს? მიგო იქნება შენი საიმედო პარტნიორი. მასალები დროულად, ზუსტი რაოდენობით, საუკეთესო ფასად.
გჭირდებათ სტაბილური პარტნიორი მსხვილი პროექტებისთვის? გთავაზობთ სპეც-პირობებს, სრულ ანგარიშგებას, მძიმე ტექნიკის მობილიზებას და გრაფიკით გაწერილ მიწოდებას.
გჭირდებათ სპეციფიკური ან იშვიათი მასალები? ვიპოვით ზუსტად იმ მასალას, რაც პროექტში გაწერეთ. დაივიწყეთ კომპრომისები – ჩვენთან თქვენი ვიზუალი რეალობად იქცევა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
შესაძლოა საიტზე არ გვეწეროს, მაგრამ ჩვენი “პირადი მომარაგების” სერვისი მოქნილია. მოგვწერე შენი არასტანდარტული მოთხოვნა და ჩვენ ვიპოვით გამოსავალს.
გაქვს კითხვები მშენებლობასთან დაკავშირებით? შენი პირადი მენეჯერი ხაზზეა და მზადაა დაგეხმაროს მასალების შერჩევაში.
გამოგვიგზავნე მასალების სია ან ფოტო ნებისმიერ დროს. ჩვენი ოპერატორები მალევე გიპასუხებენ დეტალური შეთავაზებით.
უკვე გაქვს გამზადებული სია (Excel, PDF)? უბრალოდ ატვირთე ფაილი და მიიღე საუკეთესო ფასები მშენებლობისთვის.