დაგვირეკე: +995 574 033 088 მოგვწერე: info@migo.ge

ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

კონტატი
კონტაქტი
როგორ მუშაობს

როგორ მუშაობს MIGO: სამშენებლო მასალების მომარაგება

ჩვენ შევქმენით მარტივი და გამჭვირვალე პროცესი. შენ გვიგზავნით მასალების სიას ონლაინ, ჩვენ კი უზრუნველვყოფთ სამშენებლო მასალების მომარაგებას, შეძენასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას თქვენს ობიექტამდე. დაივიწყე რუტინა და სტრესი.

მარტივი ნაბიჯები

მხოლოდ 4 ნაბიჯი შედეგამდე

ჩვენთან მუშაობა არ მოითხოვს რთულ პროცედურებს. ნახე, რა მარტივად შეგიძლია მიიღო სასურველი სამშენებლო პროდუქტი სასურველ დროსა და ადგილზე.

.01

მოგვაწოდე მასალების სია

არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ – სახლში, ობიექტზე თუ სამსახურში. უბრალოდ გვითხარი ან გამოგვიგზავნე მასალების სია. ჩვენი მენეჯერები დაამუშავებენ ნებისმიერი ფორმატის შეკვეთას.

სამშენებლო მასალების მომარაგება
MIGO სამშენებლო მასალების მომარაგება და ტრანსპორტირება

.02

იღებ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას (0% ფასნამატი)

ჩვენი მენეჯერი ამუშავებს შენს სიას, უკავშირდება პარტნიორ საწყობებს და ადგენს სრულიად გამჭვირვალე ინვოისს. შენ ხედავ თითოეული მასალის რეალურ საბაზრო ღირებულებას. მიგო-ს მომსახურების საკომისიო 0%-ია – არანაირი ფარული ხარჯები.

.03

შესყიდვა და ხარისხის კონტროლი

ინვოისის დადასტურების შემდეგ, ჩვენი თანამშრომლები გადიან საწყობებში. შენს მაგივრად ჩვენ ვაგროვებთ და ვამოწმებთ თითოეული მასალის ხარისხს ადგილზევე. წუნდებული ან დაზიანებული პროდუქცია იფილტრება და არ ხვდება შენს შეკვეთაში. საბოლოოდ, ტვირთი კომპლექტდება ტრანსპორტირებისთვის.

ვიწყებთ შეგროვებას
შეკვეთა მოგვაქვს მისამართზე

.04

უსაფრთხო ტრანსპორტირება ობიექტამდე

ჩვენი ტრანსპორტი მოდის ზუსტად დათქმულ დროს, დათქმულ მისამართზე. შენ იბარებ სრულ, შემოწმებულ შეკვეთას და აგრძელებ მშენებლობას შეფერხების გარეშე. მიგო-ს მძღოლები პასუხისმგებელნი არიან ტვირთის უსაფრთხოებაზე გზაში.

გამოსცადე მიგო საქმეში

დაგვირეკე

ჩვენი მუშაობის უცვლელი სტანდარტი

MIGO-ს სერვისი ეფუძნება პერსონალურ მიდგომას, ფინანსურ გამჭვირვალობას და სრულ ლოჯისტიკურ პასუხისმგებლობას. ეს არის პირობა, რომელსაც არასდროს ვარღვევთ.

პერსონალური მენეჯერი

ერთი საკონტაქტო პირი ნებისმიერი სანშებევლო საკითხისთვის.

0%-იანი ფასნამატი მასალებზე

სრულიად გამჭვირვალე ინვოისი ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე.

ყველაფერი ერთ სივრცეში

ლურსმნიდან – მძიმე ტექნიკამდე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ნებისმიერი სამშენებლო ტვირთის მოძიებას, შეძენას და უსაფრთხო მიტანას.

მოგვწერე
ყველაფერს მარტივი მარტივი და გამჭვირვალეა

ხშირად დასმული კითხვები მიგო-ზე

აქ იპოვი მოკლე და პირდაპირ პასუხებს —
იმაზე, რაც ყველაზე ხშირად გვკითხეს ჩვენმა მომხმარებლებმა

რა არის MIGO?

MIGO არ არის სამშენებლო მასალების მაღაზია. MIGO არის თქვენი პირადი მომარაგების სერვისი.

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ გვეუბნებით, რა გჭირდებათ, ჩვენ კი ვპოულობთ, ვყიდულობთ, ვაკომპლექტებთ და მოგვაქვს ყველაფერი თქვენს ობიექტზე. ამ ყველაფერში თქვენ იხდით ზუსტად იმავე საბაზრო ფასს, რასაც თავად გადაიხდიდით — ჩვენი სერვისის ფასნამატი 0%-ია. MIGO-ს მთავარი მიზანია, დაგიზოგოთ დრო, ენერგია და ლოგისტიკური თავის ტკივილი.

დიახ, მინიმალური შეკვეთის ზღვარი არის 100 ლარი. MIGO-ს სერვისი შექმნილია სრული მომარაგების თავის ტკივილის მოსახსნელად, რაც ძალიან მცირე მოცულობის შეკვეთებზე, სამწუხაროდ, ლოგისტიკურად დროში იწელება და ეფექტური არ არის.

ნებისმიერ შეკვეთას 100 ლარამდე, ემატება მინიმალური შეკვეთის საკომისიო და მრგალვება 100 ლარამდე.

დიახ. “ყველაფერი” ნიშნავს ყველაფერს. ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ ნებისმიერი რამ, რაც თქვენს პროექტს სჭირდება — იქნება ეს სტანდარტული მასალა, კონკრეტული იარაღი, თუ სპეციალური აღჭურვილობა. უბრალოდ გვითხარით რა გჭირდება.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ჩვენი ბიზნეს მოდელი დაფუძნებულია მომწოდებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან გრძელვადიან პარტნიორობაზე. მათთან არსებული სპეციალური პირობებით და არა მომხმარებლისთვის ფასის დამატებით. თქვენთვის ფასი ზუსტად იგივეა, რასაც თავად გადაიხდიდით ბაზრობაში ან მაღაზიაში,

ეს დამოკიდებულია შეკვეთის სირთულესა და მოცულობაზე. სტანდარტული შეკვეთის სრულ ინვოისს, როგორც წესი, მაქსიმუმ 30 წუთი ჭირდება. მიტანის ზუსტი დრო კი ყოველთვის ინდივიდუალურად თანხმდება თქვენთან.

ეს MIGO-ს პასუხისმგებლობის ნაწილია. ჩვენი გუნდი თავად ამოწმებს ყველა მასალას, ხარისხსა და სიზუსტეს, სანამ ის თქვენს ობიექტზე წამოვა. თქვენ იბარებთ უკვე შემოწმებულ, სრულყოფილ შეკვეთას.

ძალიან მარტივად. თქვენ ირჩევთ ყველაზე მოსახერხებელ გზას:

  • 📞 გვირეკავთ ტელეფონის ნომერზე.
  • 💬 მოგვწერთ WhatsApp-ზე.
  • 📝 ავსებთ ონლაინ ფორმას ჩვენს ვებგვერდზე.

შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოგვითვალოთ რა გჭირდებათ, ან თუ უკვე გაქვთ მზა სია — პირდაპირ ატვირთოთ ფაილი. როგორც კი მოთხოვნას მივიღებთ, ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და ინვოისის გამოსაგზავნად.

დაგვიკავშირდი

მიგო ხაზზეა

გაქვს კითხვები ან მზად ხარ შეკვეთისთვის? აირჩიე კომუნიკაციის შენთვის სასურველი ფორმა და ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ დაგეხმარება.

დაგვირეკე

გაქვს კითხვები? ეს ყველაზე სწრაფი გზაა. მიიღე უფასო სატელეფონო კონსულტაცია 1 წუთში.

574 033 088

მოგვწერე

WhatsApp ან ელ-ფოსტა - გაგვიზიარე ხარჯთაღრიცხვა ან ფოტო WhatsApp-ში.

მოგვწერე

შეკვეთის ფორმა

უკვე იცი რა გჭირდება? ატვირთე მასალების სია და მიიღე ინვოისი 0%-იანი ფასნამატით.

შეავსე ფორმა